„ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და აქ იქნება შემოსული რუსი მოქალაქე და მას ბიზნესი ექნება, ალბათ, პუტინი უფრო გაუფრთხილდება, რომ ნაკლებად შემოიჭრას და არ დაბომბოს, რაც გააკეთა 2008 წელში. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ. ...მისი, ასე ვთქვათ, ომის დაწყების მიზეზი ყოველთვის არის თავისი რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვა და თუ მათ ახლა აქ ბიზნესი ექნებათ და იმ ბიზნესს დაუნგრევს, არ მიმაჩნია სწორად და თვითონ იმის ლოგიკა, რომ ის თავის ხალხს დაბომბავს, უფრო ნაკლებად მისაღებია“, - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ ადგილობრივ ტელეარხთან, „TV მონიტორინგთან“ ინტერვიუში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
2022 წელს, საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დაფუძნდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანია იყო და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
გასულ წელს, რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც.
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვსა და თბილისს შორის მაისის ბოლოდან დაფრინავენ. ავიაკომპანიები თავიდან დღეში ერთ რეისს ასრულებდნენ, თუმცა 5 ივლისიდან „აზიმუტი“ დღეში უკვე ორჯერ დაფრინავს, 6 ივლისიდან კი „ჯორჯიან ეარვეისმა“ კვირაში ოთხი ახალი რეისი დაამატა. კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია „რედ ვინგსი“ მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ ასრულებს, სოჭი-თბილისის მიმართულებით კი კვირაში ორჯერ.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს („როსავიაცია“) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულებაზე აქვს ნებართვა გაცემული. საუბარია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით ავიარეისებზე ვლადიკავკაზიდან, მაჰაჩყალადან, კრასნოდარიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, სამარადან და სხვა ქალაქებიდან. ახალი რეისების შესასრულებლად რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვაც უნდა მიიღონ.
