უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, კიევმა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი მოიპოვა და აგრძელებს „შეტევითი ოპერაციის ჩატარებას კურსკის ოლქში“ მისი დაწყებიდან შვიდი დღის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
უკრაინულმა ჯარებმა მოულოდნელი შეტევითი ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს და რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრი დაფარეს. სამხედრო პირების თქმით, ოპერაციაში ათასობით ჯარისკაცია ჩართული, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე რუსი მესაზღვრეების მიერ შეფასებული „მცირე შეჭრა“.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოძრაობს რეალურად რუსეთი პუტინის პერიოდში: 24 წლის წინ იყო „კურსკი“ კატასტროფა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა ჩანს, რა არის მისი დასასრული და ეს ისევ კურსკია, მისი ომის კატასტროფა.
ყოველთვის ასე ემართებათ მათ, ვინც ადამიანებს და წესებს არაფრად აგდებს. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს, ეს ახლა უკან უბრუნდება. უკრაინას ყოველთვის მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ აუცილებლად უზრუნველყოფთ მას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შეტევა „დიდ პროვოკაციად“ შეაფასა და რუსულ ძალებს „მტრის ტერიტორიიდან განდევნა“ უბრძანა. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თქმით, უკრაინელებს 28 დასახლება აქვთ დაკავებული. ამ დროისთვის საზღვრისპირა ტერიტორიები დაახლოებით 121 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა. ბელგოროდში, კურსკის მახლობლად მდებარე ოლქში, დაახლოებით 11 000 ადამიანს ასევე მოუწოდეს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ „საზღვარზე მტრის მოქმედების გამო“.
BBC ანონიმურ ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ არსებობს რისკი, უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრით გაბრაზებულმა მოსკოვმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააორმაგოს. ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი კი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეჭრის გამო პუტინს შესაძლოა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდეს, რადგან ის აუცილებლად აისახება რუსეთის ელიტებსა და საზოგადოებაზე.
„პუტინმა თავად მოახდინა თავდასხმების პროვოცირება რუსეთის ტერიტორიაზე და ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს რაღაცას ნიშნავს“, - ამბობს ვოლკერი.
კიევში, ზელენსკისთან შეხვედრისას, ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა უკრაინის ოპერაციას „ბრწყინვალე“ და „გაბედული“ უწოდა. მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინას საჭირო იარაღის მიწოდება მოსთხოვა.