უკრაინა და მოლდოვა აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დასაწყებად. ამის შესახებ დღეს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანა პისონერომ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„მიგვაჩნია, რომ ორი ქვეყნის მიერ ყველა ნაბიჯი შესრულებულია. გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია. მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის პრეროგატივაა მოიწვიოს მთავრობათაშორისი კონფერენცია მოლაპარაკებების დაწყების ოფიციალურად აღსანიშნავად“, - განაცხადა პისონერომ.
მისი თქმით, უკრაინამ დააკმაყოფილა კრიტერიუმებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ლობირება, თანამდებობის პირების შემოსავლების გამჭვირვალობა და ეროვნული უმცირესობების უფლებები.
„მადლობელი ვართ ჩვენი ევროინტეგრაციის პროგრესის პოზიტიური შეფასებისთვის. ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ უკრაინა აგრძელებს სისტემატიურ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით და დაასრულა ოთხივე დამატებითი რეფორმა.
ახლა ჩვენ ველით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გადადგამენ შემდეგ ნაბიჯს, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ამ თვეში. რუსი აგრესორის წინააღმდეგ ომში უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იბრძვის უფლებისთვის, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
ამ თემაზე დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველომ, ბრიუსელის გაფრთხილებების საწინააღმდეგოდ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დამტკიცების გამო, „მწვანე შუქი“ ვერ მიიღო.
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ ივნისშივე დაიწყება, ვიდრე ივლისიდან, ექვსი თვით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას უნგრეთი გადაიბარებს.
ევროპულმა საბჭომ კანდიდატ ქვეყნებთან - უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას გასული წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ მთავრობა 9 მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, გერმანია მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.