„იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, ეს არის მცდარი, არის სიცრუე“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„რაც შეეხება ქართული ენის სწავლებას, აქაც მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ გამორჩეულად, გამოყოფილად იმის თქმა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უწევთ საფასურის გადახდა სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით, ეს არის მცდარი, არის სიცრუე – ჩვენ სამი წლის განმავლობაში, რაც მე მინისტრი ვარ, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საჯაროდაც, ძალიან სიღრმისეულად ვმსჯელობთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის განათლების თითოეულ საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, საშუალო განათლების დონეზე, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებში და არაფორმალურ განათლებაში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები არის სრულიად უფასო და ძალიან მრავალფეროვანი“, - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, „1+4 პროგრამა“ სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან თანამოქალაქეებს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღების მიზნით ქართული ენის შესწავლის ერთწლიან უფასო პროგრამაში ჩარიცხვის შესაძლებლობას.
2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქართველოში უმაღლესი განათლება გამარტივებული წესით მიიღონ. გამარტივებული სისტემა, ე.წ. „1+4 პროგრამა“ ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან და შემდეგ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.
„1+4 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელ საფეხურზე 100 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 100 ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდა ყოველწლიურად იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გათვალისწინებული რაოდენობა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა 400-ზე მეტმა სომხურენოვანმა აბიტურიენტმა და 1600-ზე მეტმა აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა.
შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისას ყველაზე მაღალი ქულის მქონე 100 სტუდენტის გარდა, ასობით სტუდენტი იძულებულია სახელმწიფო ენის ერთწლიან პროგრამაზე ჩარიცხვისთვის 2250 ლარი გადაიხადოს.