აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი მკაცრად გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, ეს კანონი ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, საბოლოო ჯამში, გაურთულებს მათ ქართველი ხალხისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ასეთი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილზე ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.
როგორც ევროკავშირმა ცხადყო, ამ კანონს აქვს პოტენციალი შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები, ძალისხმევა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, რომელიც აგებულია ორმხრივ ინტერესზე და დემოკრატიის საერთო ვალდებულებაზე; პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, რომლის განმავლობაშიც USAID-მა თითქმის 2 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო“, - ამბობს სამანტა პაუერი.
შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა მიმართოს იმ ინიციატივებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს უპასუხებს.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და ექვს კვირაში სამივე მოსმენით მიიღო. მას მხარი „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი, რომელიც უცხოეთის აგენტებად აცხადებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, საქართველოს ყველა დასავლელმა პარტნიორმა დაგმო, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ნორმებთან/ღირებულებებთან და შეუფერებელი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14-დან 28 მაისამდე პერიოდში, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია კანონთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, თუ წარმოდგენილი იქნება „კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები“.
იმ შემთხვევაში, თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ მოვა, აშშ-ის მხრიდან სანქციებია მოსალოდნელი.
