საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის განცხადებით, ქართული მართლმსაჯულება კორუფციისგან „სრულად დაცლილია“ და ბოდიშს ელის ნებისმიერი პირისგან, ვისგანაც მოსამართლეების „დემონიზება წამოვიდა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის.
ყველა იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და ქართველი მოსამართლეების დემონიზება, ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში. ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ. ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, ამის შემდეგ იქნება პასუხი კითხვაზე, არის თუ არა 100%-ით მართალი ქართველი მოსამართლე.
ბოდიშს ველოდები ნებისმიერი პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზება წამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ბუნებრივია ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ამერიკის დეპარტამენტიდან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, თუ მათ სურვილი ექნებათ და თუ თვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი და ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, საფუძველს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იყოს.
ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა აღთქმებსა და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს და მტკიცებულები გახდება საფუძველი არათუ მოსამართლის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობისა“, - თქვა ქადაგიძემ.
ჟურნალისტების შეკითხვას, ვალდებული არიან თუ არა, გამოიძიონ საკითხი და მტკიცებულებების წარმოდგენას არ დაელოდონ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ „დილეტანტური“ უწოდა: „ჯერ ფაქტი უნდა დადგინდეს და შემდეგ ჩატარდეს გამოძიება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საქმიდან დავიწყოთ? რამდენი საქმე იხილება სასამართლოში წლის განმავლობაში. ეს არის დილეტანტური კითხვა. საზოგადოების მასებზე ხდება ზემოქმედება და მარტივი გათვლაა სასამართლოს წინააღმდეგ საზოგადოების ემოციური მობილიზებისთვის“.
ნინო ქადაგიძის განმარტებით, „დემონიზება“ გარკვეულ საქმეებს მოჰყვა და სასამართლოში პოლიტიკის შეტანის მცდელობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, „სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა“.
2023 წლის 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო. დეპრტამენტის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს თანამდებობები როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. ლევან მურუსიძე კი ამბობს, რომ სანქციების საკითხი არ აწუხებს, რადგან „100%-ით მართალია“.