„ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების არცერთი ვერსია არ სჭირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის, იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო წარმატებულ მომავალს. ეს საქმე, რაც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
ასე რომ კითხვა ჩნდება - რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია“, - თქვა აშშ-ის ელჩმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ეკა სეფაშვილმა, დავით კაჭარავამ და ზაალ მიქელაძემ პარლამენტში წარადგინეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნებაც“ უჭერს მხარს. მისი მიღების შემთხვევაში საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრში დაარეგისტრირებენ იმ ქართულ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო ფონდებიდან იღებენ. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტს“ (Foreign Agent Registration Act - FARA) ეყრდნობა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. ამის შემდეგ, „ხალხის ძალის“ წევრებმა კიდევ ერთი კანონპროექტი წარადგინეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც მათივე მტკიცებით, FARA-ს პირდაპირი თარგმანია.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობა მათგან ერთ-ერთის მიღებას ივნისის ბოლომდე აპირებს.
ამ თემაზე:
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოა - ბორელი
შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა
„ხალხის ძალის“ კანონპროექტი შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან - სახალხო დამცველი