რუსეთი მოელის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე რუსული ინვესტიციებისთვის პირობების შექმნით. ამის შესახებ 25 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
როგორც ზახაროვა ამბობს, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ რჩება „მჭიდრო ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული კავშირების გამო“.
„რუსეთი აგრძელებს სოხუმის დახმარებას უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალი სამართლებრივი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ და აღნიშნა, რომ რუსეთმა დააკმაყოფილა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვა და „ჰუმანიტარული მოსაზრებებით ხელმძღვანელობით“, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის სოციალური მიწოდება 23 დეკემბრიდან დაიწყო.
„ეს გაკეთდა რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც პროვოცირებულია, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით.
ამავდროულად, აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივ ვალდებულებათა ბალანსს გულისხმობს. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმში გაივლიან „გზის თავის ნაწილს“ აღნიშნული ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად, რაც ეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის და ა.შ.“, - თქვა ზახაროვამ.
მოსკოვში ფიქრობენ, რომ აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთთან ალიანსის გაძლიერების მოთხოვნა არსებობს. მარია ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ 15 თებერვალს დაგეგმილი ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აირჩევა ლიდერი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
ნოემბერში, სოხუმში საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ, რის შედეგადაც დე ფაქტო პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება ვერ შეძლო, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კი თანამდებობის დატოვება მოუწია. ე.წ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი პროტესტი ანტირუსული ხასიათის არ იყო და რუსეთს ისინიც სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავენ.