განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად, 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„1+4 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელ საფეხურზე 100 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და 100 ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდა ყოველწლიურად იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას, მაგრამ ამ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გათვალისწინებული რაოდენობა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს ზოგადი უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარა 400-ზე მეტმა სომხურენოვანმა და 1600-ზე მეტმა აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა.
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისას ყველაზე მაღალი ქულის მქონე 100 სტუდენტის გარდა, ასობით სტუდენტი იძულებული იყო სახელმწიფო ენის ერთწლიან პროგრამაზე ჩარიცხვისთვის 2250 ლარი გადაეხადა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება 450 000 - 450 000 ლარია და ის ყოველწლიურად გაიზრდება.
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტებისთვის სპეციალური საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებამდე, ქართული ენის ცოდნა გაიუმჯობესონ. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.
პროგრამა გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს. სტუდენტებს მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდებათ სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ, ისინი ასევე სრული დაფინანსებით აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
