2022 წელს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა, იმიგრანტების რიცხვმა 179 778 შეადგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 736 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. 2022 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (- 6799) იყო. მოსახლეობის ზრდა მიგრაციას უკავშირდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2022 წელს იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 ადამიანი შეადგინა. მათი მხოლოდ 30.3%-ია საქართველოს მოქალაქე.

იმიგრანტებს შორის ყველაზე მეტს, 62 304 ადამიანს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს. შემდეგ მოდიან საქართველოს (54 405), უკრაინის (20 716), ბელარუსის (13 361), ინდოეთის (3948) და თურქეთის (3946) მოქალაქეები. სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 21 038-ს შეადგენს. 60 იმიგრანტს მოქალაქეობა არ აქვს/არ არის მითითებული.

საქსტატის თანახმად, გასულ წელს ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25.3%-ით გაიზარდა და 125 269 ადამიანი შეადგინა. ემიგრანტების 80.5%, ანუ 100 802 ემიგრანტი, საქართველოს მოქალაქეა.

ემიგრანტებს შორის 5935 რუსეთის, 2064 თურქეთის, 2004 უკრაინის და 1412 ინდოეთის მოქალაქეა. 12 147 ემიგრანტს სხვა ქვეყნის მოქალაქეები შეადგენდნენ, 53 პირს კი მოქალაქეობა არ აქვს/არ არის მითითებული.

იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

საქართველოს მოსახლეობის 60.4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა (1 241 700) მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.

შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 63.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მოსახლეობის სქესობრივ შემადგენლობას, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793 800 შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942 500. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, 52% კი ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. საქართველოს მოსახლეობის მედიანური (საშუალო) ასაკი 38 წელია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.