„აბსოლუტურად სასაცილოა „კანვასის“ დადანაშაულება იმაში, რომ ჩვენ ვართ ისინი, ვინც რაიმე ტიპის ძალადობრივ ქმედებას ჩავიდენთ. არ მეშინია ამ ბრალდებების იმიტომ, რომ ეს ბრალდებები ნამდვილად მცდარია. შემიძლია იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი, რაც ამოჭრეს და ძალიან ცუდად დაამონტაჟეს, კონტექსტიდან ამოგლეჯილია“, - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სერბეთის მოქალაქე სინისა სიკმანი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სიკმანს, სერბეთის კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, საქართველოში ხელისუფლების დასამხობად ახალგაზრდების მომზადებაში ადანაშაულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„ტრენინგის მიზანი, რეჟიმის ცვლილება არ ყოფილა, როგორც ხშირად წარმოგვაჩენენ ხოლმე არა მარტო ქართულ მედიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მთავარი მიზანია არაძალადობრივი ბრძოლის სწავლება კონკრეტული მაგალითების მიხედვით. მე ვნახე, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა რა თქვეს და როგორ ამოგლიჯეს კონტექსტიდან კონკრეტული მაგალითები.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი მაგალითი საკმაოდ უხეშია. მაგრამ ეს იყო ჩემი პირადი გამოწვევა მილოშევიჩთან მიმართებაში. მე გამოვიყენე ზოგიერთი მაგალითი ჩემი პირადი გამოცდილებიდან“, - სიკმანმა ინტერვიუში სუს-ში გამოკითხვის თაობაზეც ისაუბრა:
„მე ექვს საათზე მეტი დავყავი, ჩემმა კოლეგებმა შედარებით ნაკლები. საბოლოო ჯამში ეს იყო საუბარი. არანაირი მითითება იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგვეკეთებინა თუ არა რამე, არ მოუციათ. ამის შემდეგ დავტოვეთ შენობა, სადილზე წავედით და მოგვიანებით უკვე ფრენა გვქონდა. სასტუმროდან აეროპორტში წავედით და სულ ეს იყო. ესაა მთელი ისტორია. დილას ვნახე, რომ ყველაფერი გადაუღიათ და ამბობენ, რომ იციან, რაც ვთქვით. პრინციპში, შენობაში ყოფნის დროსვე ვიცოდი, რომ ყველაფერს იღებდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად ვხედავ, რომ გადაუღიათ.
მე ახლა ბელგრადში ვარ და ერთადერთი, რის გამოც ვდარდობ, არის სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, ესაა ჩემი მთავარი საფიქრალი. როგორც ჩანს, ისინი [საქართველოს მთავრობა] ცდილობენ, სამოქალაქო აქტივისტების დაშინებას და მეფიქრება იმ ადამიანებზე, ვინც იქ აქტიურები არიან, რადგან ბევრი ქვეყანა მინახავს, რომელიც არასწორი გზით მიდის. იმედი მაქვს, საქართველო ამ გზას არ აირჩევს“.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვებგვერდზე საჯაროდ არის გამოქვეყნებული, რომ პროგრამის განხორციელების პროცესში EWMI-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის, CANVAS (გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრი).
2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა ხვიჩა ბეგიაშვილმა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთი დიდი ჯგუფი, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში, USAID-ის დაფინანსებით გადაამზადეს. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა USAID არეულობის ინსპირაციის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებები პრევენციული ხასიათისაა და ის „გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას“ ელოდება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, USAID-ის პროგრამის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ამერიკელი ხალხის დახმარების მიზნებს. იგივე გაიმეორა ვაშინგტონში 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ, ვედანტ პატელმა, რომელსაც კომენტარი სთხოვეს ამ საკითხზე.
პატელის თქმით, აშშ განაგრძობს იმ ქართული ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციით და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების უზრუნველსაყოფად.