ანტიკორუფციული ბიურო სოციალურ ქსელ Facebook-ში რეკლამისთვის 30 ათას ლარს დახარჯავს, რაც დაახლოებით 10 ათასი დოლარია. გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის მიმართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
კუპრაშვილის განმარტებით, ანტიკორუფციულ ბიუროს ცნობადობის გაზრდის მიზნით ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა და მასზე განთავსებული სიახლეების პოპულარიზება ესაჭიროება.
„შესყიდვის მიზანია სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გაშუქება. ასევე უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას“, - განმარტავს კუპრაშვილი.
წერილში აღნიშნულია, რომ Facebook-ს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რის გამოც მიზანშეწონილია აღნიშნული ქსელით გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს.
ბიურომ შესყიდვები 20 იანვრიდან ეტაპობრივად, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
ანტიკორუფციულმა ბიუროს ხელმძღვანელმა იდენტური შინაარსის დასაბუთებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის დასაწყისშიც მიმართა. უწყება მაშინაც Facebook-ში რეკლამისთვის 30 000 ლარის დახარჯვის ნებართვას ითხოვდა.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ბოლოს შეიქმნა და მის უფროსს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით ნიშნავს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რაჟდენ კუპრაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“, ასევე მათი ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა. კუპრაშვილს საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმება მოუწია მას შემდეგ, რაც კრიტიკის გამო, ამაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიუთითა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანტიკურუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, საზოგადოებას დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა 2010 წლის შემდეგ პირველად არ აქვს. ამ საკითხზე ბიუროს განმარტება არ გაუკეთებია.
