საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და განაცხადა, რომ მათი ნაწილი „რადიკალი პოლიტიკოსების“ მოკავშირეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
- 6 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
პარლამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.
„სამწუხარო რეალობაა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას მარტო გვიწევდა. კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით, ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ხალხი არ უსმენს რადიკალებს“, მაგრამ „რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია“ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც საქართველოს ზოგიერთი სტრატეგიული პარტნიორი „დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება“.
„ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო გასული წლის მარტის აქციები და კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა უცხოეთიდან შემოსული ფინანსები საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციას და მათ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებს რიგ შემთხვევაში არამიზნობრივად და უკანონოდ ხმარდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო ვერ მიიღო, „არანაირად არ იყო არც კანონი აგენტების შესახებ და არც რუსული კანონი“.
