ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 19 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დასანქცირების გარდა, სავიზო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებაც მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სავიზო შეზღუდვები უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს, მათ შორის სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში, ასევე, მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება, რათა შეეზღუდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის იძულების ან დაშინების გარეშე ხმის მიცემის უფლება.
„დღევანდელი ქმედება მოჰყვა გასულ კვირაში გამოცხადებულ სავიზო ზომებს, აფართოვებს სექტემბერში ქართველ ოფიციალურ პირებზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს და ავსებს გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს“, - განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის, უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.
„ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და ვაგრძელებთ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
აშშ-მა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები 12 დეკემბერსაც დაუწესა. 2024 წლის ივნისიდან დღემდე, მსგავსი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ იქნა მიღებული. მათი ვინაობა საჯაროდ არ დასახელებულა. როგორც მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო ჩანაწერები კანონის მიხედვით კონფიდენციალურია.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა 2024 წლის მაისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების, მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენების და ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე დაიწყო.
