საქართველოს პარლამენტის ბიურომ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში არ შეიტანა. წინა სასესიო კვირაში ოპოზიციის ამ ინიციატივას უმრავლესობის მიერ კვორუმის სამჯერ ჩაგდების გამო კენჭი ვერ უყარეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პარტია „ლელოს“ წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ძალაუფლების უზურპაციას უწოდებს. დეპუტატის თქმით, დღევანდელი დღე დიდი შავი ლაქა იქნება პარლამენტის ისტორიაში.
„ასეთი პრეცედენტი არ მახსენდება. პარლამენტის ჩემზე უფრო სტაჟიანი წევრები და თანამშრომლები არიან ამ შენობაში და 30-ზე მეტი წლის განმავლობაში თუ ყოფილა შემთხვევა, რომ უმრავლესობას დღის წესრიგში, კენჭისყრის ჩამონათვალში შეტანილი კონკრეტული საკითხი დაუბლოკია ჯერ რეგისტრაციის არ გავლით, ხოლო შემდეგ გადაუწყვეტია მისი უბრალოდ წაშლა. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ არ მოგწონთ ის პროექტი, რომელიც შემოტანილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცეთ და ასეთი პრეცედენტები შევქმნათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში „სასამართლოს გასამართლებას“ ცდილობს.
„სინამდვილეში, არავითარი ფაქტების დადგენა, არავითარი თავისუფალი სასამართლო და სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის ამ ინიციატივის მიზანი და არგუმენტი.
თქვენ გაქვთ შემდეგი ამოცანები: პირველი - გაასამართლოთ სასამართლო, რადგან ის დღეს აღარ ემორჩილება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს; მეორე - თქვენ გინდათ გაასამართლოთ მოსამართლეები, რომლებმაც გაბედეს და თქვენი პოლიტიკური ლიდერები მისცეს უმძიმესი დანაშაულებების გამო პასუხისგებაში და თქვენ გინდათ დასაჯოთ სასამართლო, რადგან დღეს ის ბევრად თავისუფალი, ბევრად დამოუკიდებელია, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება; ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების დაბლოკვას“, - თქვა თალაკვაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში გასული წლის დეკემბერში დაარეგისტრირეს, თუმცა კენჭისყრაზე პირველად 18 აპრილს გავიდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა კორუფციაში მათი ჩართულობის გამო.
„ქართულმა ოცნებამ“ დადგენილებისთვის კენჭისყრას ხელი იმით შეუშალა, რომ 18, 19 და 20 აპრილის პლენარულ სხდომებზე რეგისტრაცია არ გაიარა.
„ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ქართული სახელმწიფოს და ქართული სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
კვორუმის არ არსებობის, ანუ 76 დეპუტატის რეგისტრაციის გარეშე, კენჭისყრა ვერ ჩატარდა. კვორუმის არსებობის შემთხვევაში, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო მინიმუმ 50 ხმა სამივე დღეს ჰქონდა.