ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენოს „შაბლონური ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“. ე.წ. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს განცხადებები „ობიექტურ რეალობას“ ეწინააღმდეგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 2 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
„ყურადღება მივაქციეთ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების, ილია დარჩიაშვილისა და არარატ მირზოიანის განცხადებებს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და პატივისცემის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის სუვერენული სტატუსი გათვალისწინებულია აფხაზეთის რესპუბლიკის 1994 წლის კონსტიტუციით და დადასტურებულია 1999 წელს სახალხო რეფერენდუმის შედეგების შედეგად მიღებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ აქტით.
მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზები, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“, - აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლება.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წელს პირველად გაეროს გენერალურ ასამბლეაში სომხეთმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობას. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, სომხეთის პოზიციის „სერიოზული ცვლილება“ შემაშფოთებელია.
„შემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში.
გამოვთქვამთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და შესწორებას შეიტანს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციაში“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავს, შეეგუოს არსებულ პოლიტიკურ რეალობას.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 3 ივლისს ეწვია. ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
