2023 წლიდან ექთნების მინიმალური ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 792 ლარი იქნება, ხოლო ექიმების - 1260 ლარი. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კლინიკებს შეუძლიათ ეს ხელფასი გაზარდონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ექიმების და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ამას საპილოტე პროექტად სახელმწიფო კლინიკებში ვამუშავებდით, ასევე, მიდიოდა დაკვირვება პროცესზე და ვფიქრობთ, რომ სამედიცნო სერვისებზე იმ გადახდებით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია განისაზღვროს ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა ექიმებისა და ექთნებისთვის.
ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის მინიმალური ოდენობა და არანაირად არ არის ხელფასის დაფიქსირება. რასაკვირველია, ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში, დარიცხული 792 ლარია და ექიმების შემთხვევაში - დარიცხული 1260 ლარი.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის მინიმალური ხელფასი, რადგან თავიდან, როდესაც ამის შესახებ განვაცხადეთ, იყო სპეკულირება, თითქოს ჩვენ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლითაც 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. 1-ელი იანვრიდან ცვლილება 1100-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება.
„ავიღებთ მაქსიმალურ, საბითუმო გასაყიდ ფასს და იქიდან გამომდინარე აფთიაქებს უკვე შეეძლებათ მარჟების დამატება. მარჟები საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ. ჩვენ მომხმარებლის ინტერესთან ერთად გავითვალისწინეთ სექტორის ინტერესიც. სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ ორდონიანი მეთოდოლოგია, რომელიც, ერთი მხრივ დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე ქვეყანაში და ასევე, შეინარჩუნებს გონივრულ, კომერციულ ინტერესს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო 2026 წლისთვის, მოსახლეობისთვის ქრონიკული მედიკამენტების ხარჯის მინიმუმ 92%-ის დაფარვას გეგმავს.