ევროკავშირის ოფიციალური პირები ითხოვენ, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისში დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას, ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით, Politico ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ანონიმურობის დაცვის პირობით დიპლომატებმა Politico-ს უთხრეს, რომ ახლა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, უნგრეთის მთავრობის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების დაწყებას დასთანხმდეს.
ერთმა დიპლომატმა ივარაუდა, რომ უნგრეთს შესაძლოა სურდეს, მოლაპარაკებების დაწყების თავიდან აცილება მანამ, ვიდრე ივლისში, როტაციის წესით, ექვსი თვით, ბელგიისგან არ გადაიბარებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი ნაბიჯი უკრაინასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციის მეშვეობით ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებაა. ბელგიის ოფიციალურმა პირებმა კონფერენცია 25 ივნისს ჩანიშნეს.
მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა შეათანხმოს ე.წ. მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელის პროექტიც ევროკომისიამ მიმდინარე წლის მარტში მოამზადა. Politico-ს ორმა დიპლომატმა უთხრა, რომ ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ისინი ელიან, რომ ახალი პროექტი ევროკავშირის ელჩებს უახლოეს კვირებში გადაეგზავნებათ, რათა მათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრან.
ევროკავშირის ელჩი უკრაინაში, კატარინა მატერნოვა მიიჩნევს, რომ უკრაინა მზად არის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ კანდიდატ ქვეყნებთან - უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ მთავრობა 9 მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი პარლამენტში ხელახლა წარადგინა, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია.
