„საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებადამცველები აღმოჩნდნენ რეპრესიების ტალღის წინაშე, რომლის შემსუბუქების ნიშანი არ ჩანს“, - ნათქვამია უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მერი ლოულორის მიერ დღეს, 5 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 4 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მერი ლოულორი ამბობს, რომ 2023 წლის ბოლოს, როდესაც საქართველოში უფლებადამცველებისთვის არსებული გარემოს შესწავლის მიზნით ჩამოვიდა, სიტუაცია „უფსკრულის პირას იყო“ და მას შემდეგ მკვეთრად გაუარესდა, უფლებადამცველები სამიზნედ გადაიქცნენ რუსული კანონის მიღების დროს. როგორც ის აღნიშნავს, 28 მაისს, ქვეყანაში მასიური საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად მიღებული კანონით საქართველო გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების დაცვის შესახებ ვალდებულებებს არღვევს.
„მას შემდეგ, რაც მთავრობამ პარლამენტის მეშვეობით „უცხოელი აგენტების კანონი“ შემოიღო, ადამიანის უფლებათადამცველები სასტიკი, მიზანმიმართული თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. მათ თავს ესხმოდნენ ფიზიკურად, ექვემდებარებოდნენ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მათ ცალკეულ წევრებს ოფისებსა და სახლებზე მუქარისა და რეპუტაციის შემლახავი წარწერები ხვდებოდათ“, - განაცხადა ლოულორმა.
სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თავდასხმები დაუსჯელი დარჩა და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, წახალისებულიც იყო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებით. მერი ლოულორს მაგალითად მოძრაობა „სირცხვილია“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, ზუკა ბერძენიშვილი სასტიკი თავდასხმა მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბერძენიშვილი და სხვები, ვინც „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ტერორიზმში დაადანაშაულა.
„ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ უფლებადამცველების საჯაროდ გაშავება, მათთვის ხალხის მტრების წოდება, კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში. ეს განცხადებები ახალისებს და ლეგიტიმაციას აძლევს უფლებადამცველების წინააღმდეგ თავდასხმებს და საქართველოს კონტექსტში სულ უფრო ნათელი ხდება, რომ სწორედ ეს აქვთ განზრახული“.
სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ უფლებადამცველების მიზანმიმართული და მუდმივი რეპრესიები უნდა დასრულდეს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კურსი შეიცვალოს და განიხილოს წლის დასაწყისში ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი მის ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულება ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის გამოსწორებისა და გაუმჯობესების შესახებ.
