„გალის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა, შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს“ - ფილია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და „საზოგადოებრივი პალატის“ წევრების შეხვედრაზე გალის რაიონის პრობლემები განიხილეს. პალატის წევრმა, დავით ფილიამ განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გალის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორიაზე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღევანდელ დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში 55 ათასი მურზაყანელი ცხოვრობს. ყველაზე მეტად ახალგაზრდები მიდიან. წელს რაიონში სკოლა 230-მა ადამიანმა დაამთავრა. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ აქ ვინმე დარჩება, რადგან მეზობელ ქვეყანას სპეციალური პროგრამა აქვს.  სკოლის მოსწავლეებს ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში უკავშირდებიან. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენა ისევ მოთხოვნადი ხდება, ხოლო ჩვენი ბავშვები, როგორც ცნობილია, კარგად ფლობენ რუსულს“, - განაცხადა ფილიამ.

მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში გალის რაიონიდან 15.5 ათასი ახალგაზრდა წავიდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია.

„გალმა მომავალში შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს. იქ ხომ არავინ ცხოვრობს. ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე და სად ვიპოვით მოსახლეობას, რომელიც წასულებს ჩაანაცვლებს?“ - იკითხა დავით ფილიამ.

ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან არა იმიტომ, რომ ეს ძალიან უნდათ, არამედ იმიტომ, რომ გალის რაიონში ბოლო 8 წლის განმავლობაში შექმნილი პირობები ხალხს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

„როდესაც ბავშვი იბადება, დაბადების მოწმობას ვერ იღებს, თუ მშობლებს პირადობის დამადასტურებელი აფხაზური დოკუმენტები არ აქვთ.

ძირითადად, ხალხს ქართული პასპორტები აქვს, რაც მშობლებს იძულებულს ხდის ზუგდიდში წავიდნენ და ბავშვის დაბადების მოწმობა სწორედ იქ აიღონ. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა უნდა ვიპოვოთ.  ჩვენთან დაბადებული ბავშვი, ჩვენი ბავშვია. ჩვენთვის საშინელებაა ეს პრაქტიკა. მიმაჩნია, რომ გალის რაიონის სკოლადამთავრებულებმა, ყველამ უნდა მიიღონ აფხაზური პასპორტები.

არსებული კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ხოლო თუ კანონი საზიანოა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს არ ემსახურება, აუცილებლად უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ფილიამ.

მან აფხაზური გვარების აღდგენის საჭიროებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 1700-ზე მეტ ადამიანს სურს ისტორიული გვარები დაიბრუნოს - ზუხბა (ზუხბაიას ნაცვლად), ტარბა (ტარბაიას ნაცვლად), ინალ-იფა (ინალიშვილის ნაცვლად) და ა.შ.

„საზოგადოებაში არიან ისინი, ვინც ამას ვერ აღიქვამენ. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ უბრალოდ ასე გვინდა, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა უნდა არსებობდეს. თუ სტალინისა და ბერიას პოლიტიკამ რამდენიმე დღეში გვაქცია ქართველებად, ვინ შეგვიშალა ხელი 30 წლის განმავლობაში ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში. ჩემს მიერ გამოკითხული ყოველი 10 ადამიანიდან 9-ს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. არიან ადამიანები, ვისაც ეროვნების გრაფაში უნდათ „მეგრელი“ ჩაიწერონ. რატომ უნდა შევუშალოთ ამას ხელი? მეგრელები უძველესი კულტურის ხალხია, ლაზები არიან“, - აღნიშნა ფილიამ და ე.წ. პრეზიდენტთან გალის რაიონის საკითხებზე მომუშავე კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ გაჟღერებული პოზიციები მისთვის „ახლობელი და გასაგებია“. მან ფილიას შესთავაზა „საზოგადოებრივი პალატის“ მოსაზრებები არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშეც წარადგინოს.

„შემდეგ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ, თანმიმდევრულად მოვაგვარებთ ყველა ამ პრობლემას. საუბარია ჩვენს მაცხოვრებლებზე და ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე გალის რაიონში ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე მოსახლეობასთან მუშაობის გზით. მე პირადად მხარს დაგიჭერთ“, - განაცხადა ბჟანიამ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.