საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა უკრაინის განზრახვა, NATO-ს წევრი გახდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დისკუსიის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
შეკითხვას, რატომ დაიწყო რუსეთმა 2022 წელს ომი უკრაინასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი“.
- „არამგონია, მე ვიცოდე. ბრძანეთ“, - უპასუხა ინტერვიუერმა.
- „მე მგონი, კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“.
„- თქვენ ფიქრობთ, რომ NATO-ს გაფართოება იყო პროვოცირება?“
„- არ მინდა ამაზე სპეკულირება. არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა. შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს აქტიური, არაპროვოცირებული აგრესია, მან განაცხადა:
„არ მინდა დეტალებზე საუბარი, საუბარი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, NATO-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ ის ომი, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ჩვენთვის დამანგრეველი იყო. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“.
ომის მიზეზად აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების დასახელება რუსეთის ხელისუფლების ნარატივია. დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ყოფილა უკრაინის მიერ პროვოცირებული, არამედ ამის მიზეზი გახდა უკრაინის სურვილი, საკუთარი მომავალი თავად განესაზღვრა და არა რუსეთის კარნახით. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შედეგად მოჰყვა ის, რომ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს ფინეთმა და შვედეთმაც, რომლებიც ასევე რუსეთის მეზობლები არიან და წლების განმავლობაში ნეიტრალური სტატუსი გააჩნდათ. ფინეთი ალიანსში 2023 წლის აპრილში მიიღეს.