თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ სანქციების არ ეშინია და რაც ხდება, მისთვის „ღიმილისმომგვრელია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია ყველაფერი, რაც ხდება. უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი. არ ვიცით, შეიძლება, 100 ადამიანია დასანქცირებული, შეიძლება - 200. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე. ჩვენთვის პირველი და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყანა, მშვიდობის შენარჩუნება და ვინც არ უნდა იყოს, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.
ბოლომდე დავდგებით და დავიცავთ ქვეყნის ინტერესს. ვიღაცისთვის, შეიძლება, სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი. ბოლოს ამერიკაში ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი. მას შემდეგ არ ვყოფილვარ და არც მაქვს წასვლის სურვილი“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის საკითხს, მმართველი პარტიის ლიდერმა მისი გაუფასურება სცადა და თქვა, რომ თანხის უდიდესი ნაწილი „ამერიკის აგენტურის“ დაფინანსებაში იხარჯება.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა. საუბარია ორ-სამ ათეულ ადამიანზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებზე, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. მათი სია არ გასაჯაროებულა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ფინანსური დახმარების გადახედვას, რაც ბოლო წლებში დაახლოებით 390 მილიონი დოლარი იყო.
ფინანსური დახმარების გადახედვის შესახებ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებამდე გააფრთხილა. „აშშ შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ - ნახევარი მოხმარდება სამხედრო დახმარებას, ცოტა მეტი, მესამედი უხეშად რომ ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების პროექტებს და მეტი ინსტიტუციების მშენებლობას, ასევე, ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ყველაფერი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ახლა ჩვენ განვიხილებით მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად“, - თქვა ო’ბრაიენმა 14 მაისს, თბილისში ვიზიტის დროს.