„თუ, მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ, რომელმაც დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე, სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობას ამ დრომდე არ აძლევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კობახიძემ ადმინისტრაციის განცხადებას სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, უმჯობესია, სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის დამაზიანებელი განცხადებებისთვის ფართო ასპარეზი არ ჰქონდეს.
„ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც გააკეთა პარლამენტში. დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას შეიძლება, არ გაუცია თანხმობა და შეიძლება გასცეს, არ ვიცი, ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას ეშინია პრეზიდენტის განცხადებების.
ეშინია პირობითი სიტყვაა, რადგან მისი დამაზიანებელი განცხადებები მოვისმინეთ. პრეზიდენტი როცა აცხადებს, რომ პარლამენტი ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში სტატუსისთვის არ დგამს ნაბიჯებს, ეს დამაზიანებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
31 მაისს ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაა დაგეგმილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის თაობაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას წერილი 27 აპრილს მიიღეს და თანხმობისთვის მთავრობას იმავე დღეს მიმართეს.
ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილი 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე მისი ვიზიტი გადადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამის მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ეს ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ პრეზიდენტს წერილობითი თანხმობა 13 აპრილს გაუგზავნეს.
31 მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება „ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს“.