„ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლები ხომ იყვნენ ჩართულნი - ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც და კონვერტიც. ახლა მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, თქვენი არჩევნები არ ითვლება, 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ, ვიღაც „ენჯეომ“, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავს, რომ მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა. ახლა ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო 2000-ზე მეტი საარჩევნო უბნის ბათილად ცნობის მოთხოვნას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
როგორც პაპუაშვილმა თქვა, არჩევნები ზუსტად იმავე ინვენტარით ჩატარდა, რითაც რამდენიმე არჩევნები 2021 წლის შემდეგ.
„ზუსტად ამ ქაღალდებით, ამ კონვერტებით, ამ ფლომასტერებით ჩატარდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები კრწანისში, 2022 წლის საკრებულოს არჩევნები ბათუმში, 2022 წლის არჩევნები სენაკში, 2023 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები ფოთში, 2023 წლის მერების და საკრებულოების არჩევნები სხვადასხვა ადგილას, 2023 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები გორში. ყველა ამ არჩევნებზე ოპოზიციაც იქ იყო, „ენჯეოებიც“ იქ იყვნენ, ხალხიც იქ იყო, რატომ აქამდე არავის პრეტენზია არ გასჩენია არასდროს? ყველაფერი აბსოლუტური აბსურდია, რასაც აკეთებენ ეს „ენჯეოები“ და აქ უკვე დგება პასუხისმგებლობა მათი დონორებისა“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის სისტემურ დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, ბიულეტენების მეორე მხარეს მარკერის კვალი ჩანდა. გარდა ამისა, ხმის დამთვლელ აპარატებთან განთავსებული იყო კამერა და პროცესის ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა.
აღნიშნული საფუძვლით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრებით მიმათა და 2263 უბნის, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს.
ამ თემაზე:
მოვითხოვთ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას - ბოკუჩავა