სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის განცხადებით, იმედგაცრუებული არიან იმით, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, თუმცა ბრიუსელში ესმით ის სპეციფიკური მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ო’სალივანმა განცხადება თბილისში, საქართველოს ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენლებთან ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ 38 პროდუქტზე, რომელიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და რომელიც უკრაინელებმა ბრძოლის ველზე დააფიქსირეს. ეს პროდუქტები რუსეთის იარაღს უფრო ლეტალურს, ჭკვიანს და სასიკვდილოს ხდის. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების ნებისმიერი გვერდის ავლა.
საქართველო არ აწესებს სანქციებს, ჩვენ, შესაძლოა იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება იყოს ევროკავშირის წევრი. ვისურვებდით მაღალი ხარისხის შესაბამისობას საგარეო პოლიტიკაშიც.
მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფება ეკონომიკურად, გეოგრაფიული და რუსეთთან მჭიდრო კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმან, რაც ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ მისი ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენონ. მათ განახორციელეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან. იგივე ეხება ფინანსურ სანქციებს, სადაც ისინი ძალიან ფხიზლად არიან. ჩვენ, გულწრფელად, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც იქნა მიღებული“, - თქვა დევიდ ო’სალოვანმა.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების განაცხლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსასვლელი პუნქტების რაოდენობა გაიზრდება, მაშინ საჭირო იქნება თითოეული მათგანისთვის მეტი ყურადღების მიქცევა: „საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება. ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში“.
ო'სალივანს ასევე ჰკითხეს, დაუწესდება თუ არა სანქციები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რაზეც უპასუხა, რომ ინდივიდების სანქცირებაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად მიიღება.