ისრაელის პრეზიდენტმა მასშტაბური პროტესტის გამომწვევ კანონპროექტზე უარის თქმა მოითხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მთავრობის და პარლამენტის, ქნესეთის წევრებს მოუწოდა, გონს მოვიდნენ და უარი თქვან მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ წუხელ ძალიან მძიმე სცენები ვნახეთ. მივმართავ პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და კოალიციის წევრებს. მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოებას, ეკონომიკას, საზოგადოებას ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხი თქვენ გიყურებთ. ებრაელი ხალხი თქვენ გიყურებთ. მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ისრაელის ხალხთან ერთიანობის, იმ პასუხისმგებლობის გულისთვის, რომელიც გაკისრიათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი.

მივმართავ ქნესეთის ყველა ფრაქციის ხელმძღვანელს, როგორც კოალიციას, ასევე ოპოზიციას, დააყენონ ქვეყნის მოქალაქეები ყველაფერზე მაღლა და იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გაბედულად, შეფერხების გარეშე. ახლავე მოდით გონს! ეს არ არის პოლიტიკური მომენტი, ეს არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის მომენტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა წუხანდელი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ.

მთელი ისრაელის მასშტაბით ათობით ათასი მოქალაქის პროტესტმა კვირას, გვიან ღამით იფეთქა და გამთენიამდე გაგრძელდა, რასაც წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენება. მანამდე, გალანტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის დაგეგმილი რეფორმა სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

იერუსალიმსა და თელ-ავივში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ და ჯარმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ისრაელის მოქალაქეები უკვე მესამე თვეა აპროტესტებენ მთავრობის გეგმებს, შეზღუდოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებები. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლებისთვის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის და კონტროლის შესაძლებლობის ჩამორთმევას. უზენაეს სასამართლოს დღეს პარლამენტის გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია, თუ მიიჩნევს, რომ ის კანონთან შეუსაბამოა, საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობას (ქნესეთის 120-დან 61 წევრს) უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი ვეტოს დაძლევა შეეძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი კოალიცია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, კანონებს დაბრკოლების გარეშე მიიღებს ან გააუქმებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).