საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. საბჭოში ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხუთი განაცხადია შესული. კანდიდატების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. … კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კანდიდატებთან გასაუბრებას კომისია გამართავს, რომლის შემადგენლობაშიც არიან:
- გურო იმნაძე - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“;
- ქეთევან ერემაძე - ილიაუნის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- ბესიკ ლოლაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი;
- ნონა ქურდოვანიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
- თამარ ლალიაშვილი - „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ პროფესორი;
- გიორგი დავითური -„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“;
- ზურაბ ვარდიაშვილი - გამოცემა „პუბლიკის“ დირექტორი.
პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი ორგანოა. ის ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც. საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსი არამოსამართლე წევრია. პრეზიდენტი უფლებამოსილია ერთი არამოსამართლე წევრი დანიშნოს.
სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა. ღვამიჩავას ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ამოეწურება.
