სომხეთმა უნდა იფიქროს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდეს. ამის შესახებ ეროვნული კრების თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შეკითხვას, მზად არის თუ არა სომხეთი, ევროკავშირთან ურთიერთობები გააძლიეროს, რათა კანდიდატი ქვეყანა გახდეს, სიმონიანმა უპასუხა:
„მზად ვართ და იმ მიმართულებით წავალთ, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. დღეს, დემოკრატიულ ქვეყნად ყოფნა - ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი უსაფრთხოების სისტემა. ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ ჩვენ დემოკრატიის უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები. ჩვენ არ ვამბობთ ამას, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით [კანდიდატის სტატუსზე - რედ.] უნდა ვიფიქროთ. მაგრამ არ მინდა ვიჩქარო. სახელმწიფოს შემთხვევაში არ არის კარგი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა“.
ალენ სიმონიანის თქმით, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილების საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
„ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეები შევამციროთ“, - აღნიშნა მან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, უსაფრთხოების სისტემა, რომლის ნაწილიც სომხეთია, არ მოქმედებს და ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად ვარიანტებს განიხილავს. „სომხეთმა ამ საკითხით ძლიერი დაინტერესება გმოხატა და ჩვენ მოვუწოდებთ მის ხელმძღვანელობას გააძლიეროს მუშაობა შესაბამის რეფორმებზე“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა 27 თებერვალს.
ბორელის თქმით, სომხეთის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები, რამაც გამოიწვია მისი დამოკიდებულება პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთ ღამეში ვერ გადაილახება. „მაგრამ ორივე მხარის მკაფიო პოლიტიკური ნება საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებასა და გაფართოებაში“, - თქვა ბორელმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უწოდა ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ფაშინიანის თქმით, თუ ადრე შესაძლებელი იყო იმის თქმა, „სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი“, ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია.