საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაჩერებაზე „ქართული ონცბების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და ქვეყნის სტრატეგიის ცვლილების „უკიდურესად ნეგატიური სიგნალია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას.
ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“, - ამბობს ყოფილი პრემიერი.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის.
„პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან.
ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოახდინოს მთავარი საარჩევნო დაპირებისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ევროევროკავშირთან აქტიური ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვაში კომპრომისის გარეშე“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა.
საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძიემ 28 ნოემბერს გამოაცხადა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგიდან ამოიღებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. გარდა ამისა, ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.
კობახიძის განცხადებას თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
