საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი. ერთი დადებითი მხარემ რაც აქვს ამ სარჩელს არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი.
რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება,“ - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.
69 გვერდიან სარჩელში პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მისი ცალკეული ნორმები კონსტიტუციის ექვს მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში, მათ შორის, 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება.
სარჩელში აღნიშნულია, უცხოური დაფინანსება ლოგიკურად არ გულისხმობს დაფინანსების მიმღების „უცხოურ გავლენის“ ქვეშ ყოფნას და არ არის საკმარისი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ მზღუდავი ღონისძიებების გასამართლებლად, მით უმეტეს, როდესაც ამგვარ დაფინანსებას ის საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, რომელთა წევრიც საქართველოა ან რომლებშიც სურს მას გაერთიანება.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმაც გაასაჩივრეს და მისი მოქმედების შეჩერება მოითხოვეს. მათი განცხადებით, პარალელურად ამზადებენ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რუსული კანონი სრულად სექტემბერში ამოქმედდება.
