ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება. ის „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტს „კრემლის მიერ შთაგონებულად“ მოიხსენიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონი. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში“, - ნათქვამია მეთიუ მილერის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
„თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს; ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ; ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. ასეთი კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა“, - აღნიშნავს მილერი და ყველა მხარეს მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. პროცედურის მიხედვით, მომავალ კვირაში ის კვლავ იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა. კანონპროექტი კანონად რომ იქცეს, პარლამენტმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღოს.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „სინამდვილეში კანონი სწორედ რომ ევროპულია“ და „ის არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს“ ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევის მიზანთან.
