ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილობაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„რა დამთხვევაა, რომ როდესაც თბილისის აპელაციამ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, ამ შუალედში ქუთაისის აპელაციამ გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობა არ დარღვეულა“, - დაწერა სოციალურ ქსელ Facebook-ში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 17, ზუგდიდის 4, ბათუმის 33, ხობის ერთი და სენაკის 3 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, ასევე აყენებდა კომისიების წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი შეეხებოდა დასავლეთ საქართველოში ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შედეგების ბათილობის საფუძველი კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები იყო, რომელთაგან ყველაზე მძიმე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების ხელყოფაა.
სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები გააერთიანა და საქმის განხილვა დაევალა მოსამართლეთა კოლეგიას, რომლის შემადგენლობაში შოთა სირაძე, ზაზა რამიშვილი და ხათუნა ხომერიკი იყვნენ. შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა. 2012-2015 წლებში ის „ქართული ოცნებიდან“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. ამ საფუძვლით მოსარჩელე მხარემ მისი აცილება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საპარლამენტო არჩევნებზე, აღმოსავლეთ საქართველოს საარჩევნო უბნებზე, ხმის ფარულობის დარღვევაზე საჩივრების განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
