დაღესტნის ხელისუფლება უცხოეთიდან, მათ შორის, უკრაინიდან მოქმედ „მტრებს“ ადანაშაულებს ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. საქმე ეხება მაჰაჩყალის აეროპორტში გუშინ გამართულ ანტისემიტურ აქციას. ადგილობრივი მცხოვრებლები აეროპორტში მაშინ შეიჭრნენ, როცა ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივიდან გამოფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა. აქცის მონაწილეებს ჰქონდათ პალესტინის დროშები და ითხოვდნენ, ებრაელები დაღესტნის ტერიტორიაზე არ შესულიყვნენ. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები ვერ შეაჩერეს და მათ თვითმფრინავში შეჭრა სცადეს. ისინი მგზავრებს წარმომავლობის დასადგენად პასპორტებს უმოწმებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
დაღესტნის ხელისუფლების ცნობით, მასობრივი არეულობის 150-ზე მეტი აქტიური მონაწილე იდენტიფიცირებულია და მათგან 60 უკვე დაკავებულია. დაპირისპირების დროს დაშავდა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის, 9 პოლიციელი.
ისრაელიდან დაღესტანში რეისი რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა შეასრულა. ტელეგრამის არხებით დილიდანვე ვრცელდებოდა მოწოდებები ისრაელიდან ჩასასვლელი მგზავრების წინააღმდეგ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინვე განაცხადეს, რომ „ისრაელი თვალს ადევნებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელებისთვის ზიანის მიყენების მცდელობებს და იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას. ამასთან, იმოქმედებენ გადამწყვეტად არეულობის წინააღმდეგ“.

დაღესტნის მეთაურის სერგეი მელიკოვის განცხადებით, დღეს მიღებული სანდო ინფორმაციის თანახმად, ტელეგრამ-არხის „უტრო დაგესტანა“ ადმინისტრირება, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას მიტინგებზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, უკრაინის ტერიტორიიდან ხდება.
„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა 7 ოქტომბერს განახორციელა და ღაზის სექტორის მეზობელ რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო დარტყმები დაიწყო. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს ოკუპანტ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ათასობით მოქალაქე დაიღუპა ორივე მხარეს. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა. „ჰამასს“ ისრაელის ტერიტორიიდან 200-მდე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი.
