„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ ბრიფინგი გამართა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, 26 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ გაითვალისწინონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
მიქანაძის განცხადებით, 25 სექტემბრის ჩათვლით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მათგან 19 „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებთანაა კავშირში, ხოლო 7 - „ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა“.
„დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%. პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობის ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით“, - განაცხადა მიქანაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებულო მონიტორინგი მიკერძოებული იქნება, ამიტომ სურთ მათზე ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია“, - დასძინა მიქანაძემ.
„ქართული ოცნება“ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციუმა ბიურომ „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად“ ცნო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეკა გიგაური საპარლამენტო არჩევნებს მოიხსენიებს როგორც ერთგვარ რეფერენდუმს რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.
ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს „სამართლიან არჩევნებსაც“ (ISFED). როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, „რამდენიმე ძირითადი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა დააკვირდეს ობიექტურად ამ არჩევნებს, ისინი პირდაპირი ფორმით არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ევროკავშირი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნებს დაეყრდნობა.