„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ცხოვრებას აჩვევენ ოპოზიციას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით მიმდინარე კვირაში ყველა პლენარულ სხდომას დაესწრო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
სამხარაძის თქმით, ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ სხდომათა დარბაზი სავსეა.
„ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ, კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ.
2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები ალბათ ჩატარდება და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ისინი 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას“, - განაცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიცია ცდილობს შექმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა შეისწავლოს. დადგენილების პროექტის კენჭისყრა ზედიზედ სამჯერ - 18, 19 და 20 აპრილის პლენარულ სხდომებზე ჩავარდა იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს. იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს და კენჭისყრა ჩატარდეს 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო, ხოლო დადგენილების მისაღებად 50 ხმა საკმარისია. საპარლამენტო ოპოზიციის 50 წევრი სამივე დღეს პარლამენტში იყო მობილიზებული და კვორუმის არსებობის შემთხვევაში, ისინი საგამოძებო კომისიის შექმნას შეძლებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები შიშობენ, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე იმ დროს დააყენოს, როდესაც ოპოზიციის რომელიმე წევრი სხდომათა დარბაზში არ იქნება.
ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში დეკემბერში დაარეგისტრირა, თუმცა კენჭისყრაზე პირველად 18 აპრილს გავიდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 5 აპრილს აშშ-მა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, კორუფციაში ჩართულობის გამო, სანქციები დაუწესა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.
