„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის დემარშის გამოცხადება, რაც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო მოხდა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ნიშნავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, მოითხოვეს სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები. როდესაც სანქციას უწესებ სხვას, მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს ჩვეულებრივი აბსურდია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც 26 მაისის ღონისძიებაზე ხელისუფლება პრორუსული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და იკითხა, „ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!“.
„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა - 200-300 მილიონად ყიდით ღირსებასო? ასეთი კითხვა დაისვა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბუნებრივია, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად და ამას ხაზი უნდა გაესვას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. მეორე - როცა საუბარია რიცხვებზე, აქ არ არის საუბარი 200-300 მილიონზე, საუბარია ბევრად უფრო მეტზე. ეკონომისტების დათვლებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით პირველივე წელს ჩვენი ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 10%, ანუ მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა და პესიმისტური სცენარის პირობებში შესაძლოა მინუს 18% ყოფილიყო, რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს - 2.5 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. საუბარია ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფულ შედეგებზე, ნულოვანი იქნებოდა ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი რუსეთის ფედერაციისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეკონომიკური ზიანი იქნებოდა უმძიმესი. კითხვა უნდა დაისვას - ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას?
მოდით, ვკითხოთ ხალხს. შეიძლება ხალხი თანახმაა ამ 2.5-4.5 მილიარდი დოლარის დაკარგვაზე. ვკითხოთ ხალხს, მაგალითად, უნდათ თუ არა აჭარაში ჩვენს მოქალაქეებს, რომ შვილებს დაუტოვონ ვალები, მიიღონ უმძიმესი ეკონომიკური შდეგები, შერჩეთ მათ შვილებს მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის. ასევე, კახეთში ვკითხოთ ფერმერებს, უღირთ თუ არა მათ მთელი წლის შემოსავლის გაშვება, მოსავლის გაფუჭება და კრედიტების დატოვება საკუთარი შვილებისთვის. 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა პირველივე წელს სანქციების დაწესების შემთხვევაში“, - თქვა კობახიძემ.
29 მაისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა. ჰერჩინსკის განმარტებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ან რუსეთიდან და არა დაუშვან რუსული თვითმფრინავების გადაფრენა მათ ტერიტორიაზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, მართალია, პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა საქართველოს მთავრობის თანხმობას.
ამ თემაზე:
EU საქართველოს მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს