პუტინმა ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დამოუკიდებლობის შესახებ განკარგულებები გამოსცა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ზაპოროჟიეს და ხერსონის „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“ აღიარა. ვლადიმერ პუტინმა შესაბამის განკარგულებებს ხელი დღეს, 30 სექტემბერს მოაწერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულებების მიხედვით, პუტინმა ზაპოროჟიეს და ხერსონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, გაეროს წესდებით განმტკიცებული ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რეგიონის მცხოვრებლების მიერ რეფერენდუმზე გამოვლენილი ნების გათვალისწინებით“.

ამას წინ უძღოდა 23-27 სექტემბერს რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში და ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება. სარეფერენდუმი შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ ოლქი გამოვიდეს უკრაინის შემადგენლობიდან, შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო და შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში?“. შედეგების მიხედვით, რომელსაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ზაპოროჟიეში მხარი ამომრჩევლების 93 %-მა დაუჭირა, ხოლო ხერსონში 87 %-მა. პარალელურად, ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებშიც, რომელთა „დამოუკიდებლობა“ პუტინმა მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე აღიარა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთთან შეერთებას დონეცკში 99 %-მა, ლუგანსკში კი 98 %-მა დაუჭირა მხარი.

პუტინი დღეს, კრემლის სასახლეში, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „ოთხი ახალი ტერიტორიის“ შესვლის შესახებ  „შეთანხმებების“ ხელმოწერას გეგმავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესის დასაწყისია, რაც გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს არღვევს:

„რუსეთის ფედერაციას, როგორც უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთს, აქვს ვალდებულება პატივი სცეს წესდებას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით, არ ექნება სამართლებრივი ღირებულება და დაგმობილი უნდა იქნეს. გაეროს პოზიცია ცალსახაა: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

გაეროს გენმდივნის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ადგილებზე და მათ არ შეიძლება ეწოდოთ ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.