ყირიმის პლატფორმით უნდა დაიწყოს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციაც, მათ შორის აფხაზეთის - ზელენსკი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე გამოვიდა წინადადებით, ანალოგიური ფორმატები შეიქმნას ოკუპირებული აფხაზეთის დეოკუპაციის ხელშესაწყობად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი ფორმატი, ყირიმის პლატფორმის ფორმატი უნდა ვაქციოთ საწყის წერტილად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ ერთ დროს დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პოტენციალი სრულად განადგურდება მაშინ, როდესაც უკრაინული დროშა თავის კანონიერ ადგილზე - ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში აღიმართება: „ყირიმის დაბრუნება იქნება ნამდვილი მშვიდობის აღდგენა. ყირიმი უნდა გათავისუფლდეს რუსეთის მიერ პლაცდარმად გამოყენებისგან. მაშინ მსოფლიო იგრძნობს, რომ დანაკარგები აღარ იქნება და ხალხი იგრძნობს, რომ სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება“.

ზელენსკის განცხადებას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა გამოეხმაურა და ის „ღია პროვოკაციაში“ დაადანაშაულა. როგორც არძინბა ამბობს, აფხაზეთში „ისტორიული არჩევანი“ გააკეთეს და აბსოლუტურად უპერსპექტივოა, აფხაზეთის შეყვანის მცდელობა ნებისმიერ ფორმატში, რაც ე.წ. რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის შეცვლას გულისხმობს.

„აფხაზეთის რესპუბლიკა მტკიცედ აპირებს იაროს საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და განვითარების გზაზე, გარედან ყოველგვარი პროვოკაციების მიუხედავად“, - განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი ხორვატიაში იმართება. მასში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის მსგავსად, ქართველმა ხალხმაც განიცადა რუსეთის დაუნდობელი შემოჭრა - 2008 წელს და 1990-იანი წლების დასაწყისში. მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილება იძლევა მინიმუმ სამ გაკვეთილს, რომელთაგან ერთ-ერთია საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნების საჭიროება მანამ, ვიდრე სრულად არ აღდგება უკრაინის და სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც რუსეთმა დაარღვია.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი არ შეწყვეტს სამხედრო ავანტიურიზმს მის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ... ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რადგან ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობო და მარადიულია“, - წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.

 

ამ თემაზე:

საქართველოში ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა - არესტოვიჩი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.