ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს (Berlin Art Prize) მფლობელი კატეგორიაში „კინო და მედია ხელოვნება“ ქართველი დოკუმენტალისტი სალომე ჯაში გახდა. ჯილდო ყოველწლიურად ბერლინის სენატის სახელით გაიცემა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
დაჯილდოვების ცერემონია წელს 18 მარტს, ბერლინში გაიმართება. სალომე ჯაშს და დანარჩენ ხუთ კატეგორიაში გამარჯვებულებსჯილდოს ბერლინის სენატის კულტურის დეპარტამენტის მდივანი სარა ვედლ-ვილსონი და სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ჟანინ მერაპფელი გადასცემენ.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“, რომელიც 2021 წელს გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში გიგანტური ხეების გადატანას ეხება, არაერთხელ გახდა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი. 2023 წელს, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ და ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ ფილს „სამარცხვინო“ უწოდა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მისი დაფინანსების გამო გააკრიტიკა. უფრო ადრე, 2022 წლის აპრილში, საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, თბილისში „მოთვინიერების“ ჩვენებები გაუქმდა. რეჟისორის განცხადებით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი გახდა.
სალომე ჯაშს ასევე გადარებული აქვს დოკუმენტური ფილმები „ციებ-ცხელების შემდგომ“ (2023), „დაისის მიზიდულობა“ (2016), „ბახმარო“ (2011), „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (2010) და დადუმებულები (2009). ის არის საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია „დოკას“ თავმჯდომარე და საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი.
