„საქართველოში არსებული მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. საარჩევნო პროცესში რუსეთის ფართომასშტაბიანი ჩარევა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ევროკავშირი უნდა იყოს სოლიდარული“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პლატფორმა X-ზე დაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დღეს მან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდეც უპასუხა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია არა მხოლოდ არჩევნების შედეგით, არამედ არჩევნებზე გამოვლენილი მრავალი დარღვევის გამო.
„ვფიქრობ, ეს დრო არ არის საკმარისი ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოსახატავად, რადგან იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ შედეგით, არამედ საარჩევნო პროცესის მრავალი დარღვევით. ეს შემაშფოთებელია.
არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ მათ ესშეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება ამ პროცესზე.
ამჯერად, რუსეთის ჩარევის მასშტაბები და ინტენსივობა საარჩევნო პროცესში ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს შემაშფოთებელია. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზე, მაგრამ მოლდოვაში არჩევნების შედეგი განსხვავებული იყო“, - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, რა შეიძლება იყოს ევროკავშირის პასუხი, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ საკმარისია ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნა.
„თუ ამას აკეთებთ, არ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოების მოლოდინი გქონდეთ. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, შორდებით ევროკავშირს. სიგნალი უნდა იქნას მიღებული, გაგებული და იმედი მაქვს, რომ საქართველო კიდევ შეძლებს თავისი კურსის გადახედვას. თუმცა, ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ დიდ ალბათობას იმისას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
რა თქმა უნდა, ეს პიროვნება [ბიძინა იავნიშვილი] დგას ყველა ამ პროცესის უკან და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირიდან დაშორებაზე, არამედ რუსეთის ფედერაციასთან მიახლოებაზე, რადგან შუა გზას ვერ ირჩევ. თუ გადაწყვეტ და გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამ, შუაში ვერ იქნები - დასავლეთისკენ მიდიხარ ან აღმოსავლეთისკენ. ეს მარტივია“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და საერთაშორისო გამოძიების ცატარებას ითხოვენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.