ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის პრეზიდენტს, ტინი კოქსს წერილით მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
როგორც პაპუაშვილი წერს, სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი რეზოლუციის არსს ცვლის და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას.
„ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბატონმა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. გარდა ამისა, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში „არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა“.
„შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა“.
პაპუაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.
საუბარია 13 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც რუსეთის მოქმედ რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს. საბოლოო კენჭისყრამდე რეზოლუციაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეები გადაიხედოს და ისინი გათავისუფლდნენ. ასეთ პოლიტპატიმრად მიხეილ სააკაშვილიც არის დასახელებული. სააკაშვილის შესახებ ჩანაწერის საბაბით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმე ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.