2023 წლის 10 თვის განმავლობაში რუსული ფქვილის უმსხვილესი შემსყიდველი ერაყი იყო, მეორე ადგილს კი საქართველო იკავებდა. გამოცემა „ინტერფაქსი“ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებაზე, „აგროექსპორტზე“ დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ექსპორტირებულია 126 ათასი ტონა ფქვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
იანვარ-ოქტომბერში რუსეთმა ექსპორტზე 990 ათასი ტონა ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი გაიტანა, რაც მთელი 2022 წლის ექსპორტის მოცულობას აღემატება.
„ფქვილის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ერაყი გახდა, რომელიც გასული წლის ბოლოს მეორე ადგილზე იყო. იანვარ-ოქტომბერში ამ ქვეყანაში 150 ათას ტონაზე მეტი რუსული ფქვილი გაიგზავნა, რაც 17%-ით მეტია 2022 წლის 10 თვის მიწოდებაზე. მეორე ადგილი საქართველომ დაიკავა, სადაც 126 ათასი ტონაა ექსპორტირებული. პირველ სამეულში ჩინეთიც შევიდა, რომელმაც რუსული ფქვილის შესყიდვები 3.7-ჯერ გაზარდა და 100 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. 2022 წელს ჩინეთში 37 ათასი ტონა ფქვილი გავიდა, 2021 წელს - 13 ათას ტონაზე ნაკლები“, - წერს „ინტერფაქსი“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 33 848 750 აშშ დოლარის ოდენობის ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი განხორციელდა. აქედან 32 554 860 დოლარი რუსულ ფქვილზე მოდის. გასულ წელთან შედარებით, იმპორტი შემცირებულია - 2022 წლის 10 თვეში საქართველოში შემოსული რუსული ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის ღირებულება 54 503 170 დოლარს შეადგენდა. 2022 წელს საქართველო რუსული ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი იყო.
