საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში დღეს, 29 აპრილს, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს ირჩევენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კენჭისყრა სულ 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს, სადაც 185 056 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია - გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება“) და ბესიკ წულეისკირი („თავისუფალი საქართველო“). შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2022 წლის ოქტომბერში ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გიორგი ხახუბია მისი შვილია.
ცაგერისა და თერჯოლის მერების რიგგარეშე არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი მონაწილეობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ცაგერის მერობის კანდიდატად ლევან ზალკალიანი ჰყავს წარდგენილი, ხოლო თერჯოლის მერობის კანდიდატად - მანუჩარ რობაქიძე. 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ცაგერის მერად „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ნემსაძე აირჩიეს, თუმცა ის თანამდებობიდან ერთ წელში გადადგა. თერჯოლის მერის რიგგარეშე არჩევნები მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის და ქუთაისის საკრებულოების რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს წარდგენილი, ტყიბულში კი მმართველი პარტიის წარმომადგენლის კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატია.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც ელექტრონულ ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება. ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენი - ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. დანარჩენ 48 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება.