17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ემიჯნებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ღიაა ხელმოსაწერად მოსამართლისათვის.

ამ დროისთვის განცხადებას ხელს აწერს საქალაქო/რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს 17 მოსამართლე:

  1. ლევან დარბაიძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  2. მადონა მაისურაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  3. ეკა არეშიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  4. მანანა მესხიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  5. ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  6. თამარ ჩიხლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  7. დევი დევიძე - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  8. თამარ ხაჟომია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  9. დავით წერეთელი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  10. ქეთევან მესხიშვილი -  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  11. ვლადიმერ ხუჭუა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  12. ეკატერინე გასიტაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
  13. ნინო გერგაული - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  14. ლაშა (გერმანე) დადეშქელიანი -  გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  15. თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  16. მამუკა წიკლაური - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
  17. ლელა ნოზაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

გუშინ, 28 ნოემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაში, პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები დაარბია.

საპოლიციო ძალებმა აქციის დაშლა ღამის დაახლოებით 2 საათზე დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რომელსაც ქიმიური გამაღიზიანებლები ჰქონდა შერეული. სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-მ შეკრების თავისუფლება დაარღვია, რადგან იმ დროს, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით მოქალაქეების დაშლა დაიწყო, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. „ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

აქციის დარბევის შედეგად მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობის საბაბით, 43 ადამიანი დააკავეს. შსს-ს აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებითაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.