ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს უკვე ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
გამოკითხულთა უმრავლესობის, ანუ 34%-ის ფინანსური შესაძლებლობები, 5 წლის წინანდელთან შედარებით, გაუარესებულია, ხოლო 35%-ის იგივეა. 28% ამბობს, რომ ახლა უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა, დანარჩენმა ნაწილმა „არ იცის“.
მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევებს შორის კვლავ ფასების ზრდას, სამუშაო ადგილებსა და სიღარიბეს ასახელებს. გამოკითხულთა 48%, ანუ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. 9% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კარგია, 42%-ს აზრით კი - „საშუალო“. ამასთან, 50% არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა 1032 ინტერვიუს მოიცავს. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდა - საქართველოს 100 802-მა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ამავე პერიოდში, საქართველოში 54 405 მოქალაქე დაბრუნდა.
