საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ორბანი საქართველოში ვიზიტისას არ წარმოადგენს ევროკავშირს“, - განაცხადა ბორელმა ესპანურ რადიოსთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ მას, როგორც ევროკავშირის საბჭოს როტაციის წესით არჩეულ ხელმძღვანელს, საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს, 28 ოქტომბერს ეწვევა.
ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ერთადერთი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 26 ოქტომბერს, ჯერ კიდევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, მან პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“.
ამავდროულად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები გამოიძიოს.
„მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.
ცესკოს მონაცემებით არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო. შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა.
