2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდადა 13.7% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 19.1 ათასი კაცით (2.1%) გაიზარდა და 935.8 ათასს მიაღწია, თვითდასაქმებულთა რიცხვი კი - 41.3 ათასით (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა.
„ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47% შეადგინა.
საქსტატი აღნიშნავს, რომ დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში. კერძოდ, დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9 და 45.8 პროცენტებს შეადგენს.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5% შეადგინა.
ქალებთან შედარებით უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია კაცებში. აპრილ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებში 3.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, კაცებში კი - 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.9 და 15.9 პროცენტებს შეადგენს.
