საპენსიო სქემის მონაწილეები 2028 წლამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის თანახმადაც, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მყოფი პირებისთვის რისკების მიხედვით შედგენილი პორტფელების არჩევის ვადა 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. მილიონ 400 ათასი მოქალაქე ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში დარჩება და პორტფელს სურვილის შემთხვევაში შეცვლის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა და კანონის მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში ხდებოდა. 5-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გავიდა.

საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებდა, მისულიყვნენ იუსტიციის სახლებში ან სააგენტოს სერვის-ცენტრებში და სურვილის შემთხვევაში პორტფელები 6 სექტემბრის ჩათვლით შეეცვალათ. ის მოქალაქეები, ვინც სასურველ პორტფელს თავად არ აირჩევდნენ, ავტომატურად გადანაწილდებოდნენ სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად.

  • სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდებოდა მზარდ [მაღალრისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
  • სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ [საშუალორისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ [ნაკლებადრისკიან] საინვესტიციო პორტფელში.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, კანონპროექტი, რომლითაც მიმდინარე წლის 6 სექტემბრამდე განსაზღვრული ვადა, 2028 წლამდე გაგრძელდება, ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.

„პრაქტიკულად, „ეფლში“, „გუგლში“ ან სხვა საწარმოებში ჩაიდება ეს აქციები, არ დაიკარგება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიძლება სწორია, მაგრამ არ შეიძლება ასე იყოს მიღებული. უპირველესად უნდა შევეკითხოთ პენსიონერებს, ანუ ყველა უნდა იყოს გარანტირებულ დაბალრისკიანში. საპენსიო სააგენტო, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო რეკლამის სახით ან სხვა კუთხით თუ განახორციელებენ ღონისძიებებს, ხალხს აუხსნან რა ხდება და ხალხი ამას დაიჯერებს, კი ბატონო. ახლა ასეთი რამ არ არის.

მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.