„გასულ წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებდა, მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ, საქართველოს მთავრობამ აქტიურად გაიტანა კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, არის არა ნაბიჯები ევროკავშირისკენ, არამედ მეორე მხარის - რუსეთის გავლენისკენ“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ კანონი პრინციპულად არასწორია, არ არის სივრცე მოლაპარაკებებისთვის და მას ვეტოს დაადებს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის პარლამენტს, რომელსაც იგივე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს ჩვენს გზავნილს და გადახედავს გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ ამ საკითხს ევროკავშირის დონეზე მკაცრად დავაყენებთ. როგორც ვთქვი, ასევე, ყველა ეს გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ კანდიდატობაზე ან ვიზალიბერალიზაციაზე გარანტირებული არ არის და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ლატვიელ, ლიეტუველ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად, ორი დღის წინ, თბილისში იმყოფებოდა.
შეკითხვაზე, რა შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, მარგუს ცაჰკნამ თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოში სიტუაცია ძალიან სერიოზულია.
„საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, პოზიციებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. მე იმედი მაქვს, რომ ამ 14 დღის განმავლობაში, რაც დარჩენილი გვაქვს პრეზიდენტის ვეტომდე, საქართველოს მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და შეძლებს გააგრძელოს ნაბიჯები ევროკავშირისკენ გზაზე, როგორც ეს შეთანმხებულია“ .
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და 14 მაისს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
ძალაში შესვლის შემთხვევაში, ეს კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. პრეზიდენტი აპირებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ვეტო დაადოს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, ვეტო „არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპრტამენტის შეფასებით, რუსული კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. კანონს აკრიტიკებს ევროკავშირიც. გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდეს, გადაიხედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.