წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, რუსული კანონის გამო, მუნიციპალიტეტმა ევროპული საგრანტო დაფინანსება დაკარგა. როგორც ხარჩილავა ამბობს, იგივე ხდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა ამას მალავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„რას გვაძლევს, ან რას გვართმევს დასავლეთთან ურთიერთობა: მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გრანტი გაუქმდა. ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და რაც აქ ხდება, ყველაფერი ჩვენ მიერ დეკლარირებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ. წალენჯიხის მერიას ევროპული დაფინანსების გრანტი გაუუქმდა იმის გამო, რომ რუსული კანონი, ჯერჯერობით, მოქმედებს საქართველოში“, - განაცხადა ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შემოქმედებითი კომპასის“ ფარგლებში საქართველოს მუნიციპალიტეტის მერიებისთვის შეთავაზებულ საგრანტო შესაძლებლობაზე. მერის მოადგილემ, პარტია „ლელოს“ წევრმა თამარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ გრანტის შეწყვეტის შესახებ წერილი დღეს მიიღეს.
„გვაცნობეს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველა გრანტი, რომელიც მუნიციპალიტეტბს დახმარების სახით ეძლეოდათ, შეწყდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნაში დაიწყო შედეგის მომკა იმ პრობლემებისა, რაც ხელისუფლებიდან გამომდინარეა. მუნიციპალიტეტების განვითარება ამ ეტაპისთვის შეწყვეტილია“, - თქვა ბელქანიამ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია.
რუსული კანონის მიღების გამო ევროკავშირმა საქართველოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა შეუჩერა. გარდა ამისა, დანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოსთან ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლების მხარდაჭერის სრულ გადახედვას აწარმოებს.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაწყებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. 31 ივლისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეაჩერა 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. აღნიშნულ თანხაში ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროექტების დაფინანსებაც შედის.
გარდა ამისა, 5 ივლისს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“, რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. პენტაგონის განმარტებით, „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“.